მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანი დაბომბილი ქარხნების გამო აშშ-ს კომპენსაციას სთხოვს - ვაშინგტონის პასუხი

ირანი
BM. GE
04.08.25 16:06
1099

ირანი აშშ-სგან იმ დაბომბილი ბირთვული ქარხნების გამო, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ 22 ივნისს გაანადგურა ფინანსურ რეპარაციებს ითხოვს. ოფიციალური თეირანის განცხადებით, განადგურებული საწარმოებისათვის ფინანსური კომპენსაცია აუცილებელია იმ მოლაპარაკებების წარმართვისთვის, სადაც მხარეებმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით უნდა ისაუბრონ. საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, აშშ-ის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება აღადგენს სამართლიანობას და სამშვიდობო პროცესებისადმი რწმენას გაამყარებს.

ოფიციალური ვაშინგტონი აღნიშნულ მოთხოვნას “სასაცილოს” უწოდებს და მოუწოდებს ირანულ მხარეს, შეეშვას პროვოკაციული განცხადებების გაკეთებას, თუკი მას ეკონომიკური დახმარების მიღებისა და სანქციების მოხსნის იმედი აქვს. “თუკი ირანულ რეჟიმს თანხის დაზოგვა სურს, იგი უნდა შეეშვას ტერორისტული სიკვდილის რაზმების დაფინანსებასა და საკუთარი ხალხის ჩაგვრას, ისევე როგორც ფულის უაზროდ ხარჯვას იმ ბირთვულ პროგრამაზე, რომელიც ქვეყნის იზოლაციას იწვევს”, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის 22 ივნისს აშშ-ის საჰაერო ძალებმა, ოპერაცია “შუაღამის უროს” ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე არსებული სამი ობიექტი გაანადგურა, სადაც ირანის ბირთვული პროგრამის კვლევითი და საწარმოო ცენტრები იყო განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები