მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანი ნავთობის წარმოების გაზრდას გეგმავს

ირანული ნავთობი

ირანის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ნავთობის წარმოების გაზრდას გეგმავს. როგორც ცნობილია, სამთავრობო განკარგულება ნედლი ნავთობის დღიური წარმოების 3.6 მილიონი ბარელიდან 4 მილიონ ბარელამდე გაზრდას მოიცავს.

მოგეხსენებათ, ირანი OPEC-ის წევრი სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს სანავთობო რეზერვებს ფლობს. ენერგომოპოვების დაჩქარებით ირანს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა სურს, მის მიერ წარმოებული ნავთობი კი, ძირითადად, აზიის ბაზარზე იყიდება, რადგან დასავლური სახელმწიფოები აშშ-ის სანქცირებული საქონლის შესყიდვას ერიდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები