მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანის, აზერბაიჯანის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება

რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი

რუსეთს, აზერბაიჯანსა და ირანს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. როგორც აზერბაიჯანული სახელმწიფო სააგენტო Trend-ი წერს, მომდევნო თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სხვადასხვა მათ შორის, ტრანსპორტის საკითხებზე იმუშავებს.

სააგენტოს ცნობითვე, რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ერთობლივი ნავთობის ბლოკების განვითარება, აზერბაიჯანის ექსკლავის, ნახიჩევანის ჩართვა გაზის მიმოცვლის შეთანხმებაში, ასევე რუსული გაზის ტრანსპორტირებას ირანში აზერბაიჯანის გავლით და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების განვითარებას სამ ქვეყანას შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები