მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის განცხადების გამო, ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დღეს ნავთობი დამატებით 4% გაძვირდა და Brent-ის ფასმა 106 დოლარს მიაღწია, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ენერგომატარებლების ღირებულების ზრდა პირდაპირ უკავშირდება თეირანის ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ირანი უარს ამბობს ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შუამავლების მეშვეობით 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა.

ირანის განცხადების ფონზე, ბაზარზე გაჩენილი იმედი, რომ უახლოეს მომავალში მხარეები კომპრომისს მიაღწევდნენ, მყისიერად გაქრა, რამაც Brent-ის მარკის ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვია.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განმარტა, რომ შემოთავაზებული პაკეტი თეირანისთვის მიუღებელია და მას „უსამართლო“ უწოდა.

საინვესტიციო ბანკები, მათ შორის Goldman Sachs-ი და JPMorgan-ი, უკვე აფრთხილებენ საზოგადოებას მოსალოდნელი გლობალური რეცესიის შესახებ. ანალიტიკოსების პროგნოზით, თუ დიპლომატიური ჩიხი აპრილის ბოლომდე არ განიმუხტება, ნავთობის ფასი შესაძლოა $150-მდე ავიდეს, რაც გლობალური რეცესიის წინაპირობა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები