მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს არჩევნების წარმატებით ჩატარებას და "ქართული ოცნების" გამარჯვებას ულოცავს.

საქართველოში ირანის საელჩოს ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა მისალოცი წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა.

"მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება.

იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.

უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს",- აღნიშნულია მიმართვაში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და “ქართულმა ოცნებამ” ამ დროისთვის სულ რამდენიმე სახელმწიფოს: უნგრეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის ლიდერის ოფიციალური მილოცვა მიიღო. არჩევნებში გამარჯვება საქართველოს მთავრობის მეთაურს მიულოცეს ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმაც. ამასთან, ჩინეთი მიიჩნევს, რომ საქართველოში არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა, ვენესუელას პრეზიდენტი კი "ქართული ოცნების" გამარჯვებას სამაგალითოს უწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები