მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა აშშ-ერაყის ბაზებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

5e1582e75c62d
ნათია თაქთაქიშვილი
08.01.20 12:22
1067
ირანმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა აშშ-ერაყის ბაზებზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს იყო თეირანის შურისძიება ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო. აღნიშნულის შესახებ Bloomberg წერს.

იერიშის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აფრთხილებს აშშ-ის ყველა მოკავშირეს, ვინც საკუთარ ბაზებს აშშ-ის სამხედრო ძალებს უთმობს, რომ ისინი გახდებიან ირანის სამიზნე.
ამ ეტაპზე დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ აღსანიშნავია რომ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ერაყელები დაშავდნენ.

ირანის სარაკეტო დარტყმების შემდეგ თეთრ სახლში საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელშიც აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მონაწილეობდნენ. თათბირის შემდეგ პრესისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში, სამხედრო ბაზებზე მიტანილი სარაკეტო თავდასხმას საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„ყველაფერი კარგად არის! რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. ახლა მიმდინარეობს ზარალის და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება. ჯერ ყველაფერი კარგადაა! ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია მსოფლიოში! განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ“, – წერს ტრამპი.
აღსანიშნავია, რომ ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები