ირანში საპროტესტო აქციების შედეგად, სავარაუდოდ, 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CBS News წერს.
გამოცემის მიხედვით, ცნობები მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიერ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დასრულების მიზნით განხორციელებული დარბევა, სავარაუდოდ, გაცილებით სასიკვდილო აღმოჩნდა, ვიდრე ქვეყნის გარეთ აქტივისტები იტყობინებიან.
სამშაბათს CBS News-ს ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა ირანში, განუცხადა, რომ დაიღუპა მინიმუმ 12 000 და შესაძლოა 20 000-მდე ადამიანი.
ირანის დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. პროტესტის მთავარი მიზეზები მზარდი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებაა.




























