მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის, რაც გუშინ მოხდა, იყო სირცხვილი - შოთა ბურჯანაძე

შოთა ბურჯანაძე

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა [„ქართული ოცნების“ სახალხო მარში] იყო სირცხვილი. საკითხზე მან BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.

„შოკურ სიტუაციაში ვარ გუშინდელი დღის შემდეგ. ერთი აბსურდზე გვიწევს დღეს საუბარი. აბსურდის თეატრში ვართ და სწორედ აქ გვიწევს საუბარი, რომ თეთრი არის თეთრი და შავი - შავი. დემაგოგიურად გვიმტკიცებენ, რომ თეთრი არის შავი და ამას ვერ ვხედავთ. ჩვენი თაობა უკვე ამას ვეღარ გაუმკლავდება. ის, რაც გუშინ მოხდა, იყო სირცხვილი, ჩემთვის გაუგონარი რეალობა. ის თაობა, რომელიც 28-ში იდგა, ის გადაგვარჩენს. ჩვენს ქვეყანაში მედროვეები ყოველთვის არსებობდნენ.

განვითარებასთან, ცივილიზაციის მიმღებლობასთან ასე ახლოს პირველად დავდექით. დღეს ამ რეალობის წინაშე დავდექით. ყოველთვის არსებობდნენ საქართველოში ადამიანები, რომლებიც ორჯონიკიძეები იყვნენ, ფხაკაძეები იყვნენ და ა.შ. დღეს ამ რეალობას მთლიანად ცვლის სრულიად სხვა თაობა, რომელიც ისე ჩაანაცვლებს, რომ ისინი უბედნიერესები გახდებიან. ამის იმედი მაქვს მხოლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ბევრისგან მომისმენია, რომ წავლენ უცხოეთში, რომ გადაარჩინონ მომავალი თაობა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ: გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს ორი მოსმენით დაუჭირა მხარი. პარალელურად კი, „ქართულმა ოცნებამ“ რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გამართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები