მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის, რომ ეკონომიკა დუღს, ჰაერიდან არ მითქვამს - ირაკლი ღარიბაშვილი

615382615a17c
თამთა ჯიჯავაძე
29.09.21 00:58
2414
ის, რომ ეკონომიკა დუღს, შესაძლოა, უტრირებულად ვთქვი, თუმცა, ჰაერიდან არ მითქვამს ეს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2007 წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია.

„შესაბამისად, ეს ფაქტი მე მახარებს, ვინაიდან ჩემს დროსაც მოხდა და ბედნიერი ვარ, ვინაიდან უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უფრო მეტი ზრდა იყო ეკონომიკის. 1 მლრდ 200 მილიონით გავზარდე ბიუჯეტი სულ რაღაც ექვს თვეში. ლარის კურსი დასტაბილურდა, გამყარდა და ეს ყველაფერი მახარებდა და შეჯამებულად ვთქვი, რომ ეკონომიკა სწრაფი აღმავლობის გზაზე დგას და ასეც არის. ეს მხოლოდ მე არ მითქვამს, ეს თქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომ საქართველოს ეკონომიკა აღდგა იმაზე სწრაფად და ვითარდება, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი.

ძალიან მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო - მანამდე, მათი პროგნოზების მიხედვით, წელს, ჩვენი ეკონომიკა გაიზრდებოდა ალბათ 3-4%-ით და მათვე, ძალიან მალე, შეცვალეს გადაწყვეტილება, პროგნოზები და 7.7% დაგვიწერეს. ჩვენი ღრმა რწმენით, ჩვენი ეკონომიკა წელს გაიზრდება, დაახლოებით, მინიმუმ, 10%-ით. წინასწარი შედეგები აგვისტოს თვეშიც 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, უახლოეს დღეებში გამოვა ეს პროგნოზი, მაგრამ წინასწარი დათვლებით 10%-ზე მეტია ეს ეკონომიკური ზრდა აგვისტოსთვის და შესაბამისად, 8 თვეში გამოგვდის 12%-იანი ეკონომიკური ზრდა. ყველანაირი სცენარის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ჩვენ გავდივართ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები