მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISET: პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებაზე დღესვე შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი

5ea695e69f78e
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.20 22:00
1201
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ, 24 აპრილს, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის კრიზისის პერიოდში მოსახლეობაზე ზრუნვის პაკეტი და ეკონომიკის 6-ეტაპიანი გახსნის შემდეგ შესაძლებელი იქნება ეკონომიკის აღორძინებაზე მუშაობის დაწყება.

როდის უნდა დაიწყოს მთავრობამ ეკონომიკურ აღორძინებზე ფიქრი და რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტები, ამ კითხვებით BM.GE-მ კვლევით ინსტიტუტს ISET-ს მიმართა.

ISET-ის მკვლევარი ანა ბურდული განმარტავს, რომ პოსტკრიზისულ გეგმაზე ფიქრი ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს, თუმცა ამ ეტაპისთვის რთული იქნება იმ სექტორებისა და სუბიეტების განსაზღვრა, რომლებსაც ეპიდემიის გადავლის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკის სრულად ამუშავების პირობებში, სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდებათ.

„წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს მოკლევადიანი პრობლემების გადაჭრას. რაც შეეხება გრძელვადიანი პერიოდისთვის პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებას, დღესვე შეგვიძლია დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ რა ზომებს უნდა მივმართოთ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, თუმცა კონკრეტული მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება შოკის პერიოდში გართულდება, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური საქმიანობის სრულად აღდგენის ზუსტი თარიღი უცნობია და არ ვიცით, დაზარალებულების რიცხვს რომელი ეკონომიკური აგენტები შეურთდებიან. ასევე, მოსალოდენლია, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული შოკი გადაივლის, პანდემიიდან მომდინარე კრიზისმა ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებებიც კი გამოიწვიოს და სრულიად შეცვალოს დღის წესრიგი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში პოსტკრიზისული გეგმა მეტად მიმართული იყოს ახალი ბიზნეს შესაძლებლობების ხელშეწყობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, დაზარალებულ სექტორებში ბიზნესების დახმარებასა და, შესაბამისად, დასაქმების აღდგენაზე“, - განამარტა ISET-ის მკვლევარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები