მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელელი თაღლითი, რომელზეც Netflix-მა სერიალი Tinder Swindler-ი გადაიღო, ბათუმის აეროპორტში დააკავეს

Tinder Swindler

Netfix-ის დოკუმენტური ფილმის გმირი და საერთაშორისო თაღლითად ცნობილი სიმონ ლევიევი (ნამდვილი სახელი – შიმონ იეჰუდა ჰაიუტი) საქართველოს სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მისი დაკავების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მათ შორის მის ადვოკატებსაც. "მე მას დილით ვესაუბრე, მას შემდეგ, რაც დააკავეს, მაგრამ მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ის თავისუფლად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში“, – განუცხადა ადვოკატმა გამოცემა Walla-ს.

35 წლის ისრაელის მოქალაქე შიმონ იეჰუდა ჰაიუტი ფართო საზოგადოებისთვის Netflix-ის ფილმიდან გახდა ცნობილი. იგი წლების განმავლობაში გაცნობის აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით ქალებს ეკონტაქტებოდა, თავს ბრილიანტების მაგნატის ლევ ლევიევის მემკვიდრედ ასაღებდა და სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათგან დიდძალი თანხების მიღებას ახერხებდა.

შსს-ის ინფორმაციით, ლევიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და სწორედ ამ საფუძვლით აიყვანეს ის ბათუმის აეროპორტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები