მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - თურქეთში აშშ-ის ელჩი

232

თურქეთში აშშ-ის ელჩის, ტომ ბარაკის განცხადებით, სირია და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ელჩმა, რომელიც ასევე არის სირიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, პარასკევს X-ზე დაწერა, რომ შეთანხმება შედგა თურქეთის, იორდანიისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერით.

"მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და სხვა უმცირესობებთან ერთად ააშენონ ახალი და ერთიანი სირიული იდენტობა მეზობლებთან მშვიდობიანად და კეთილდღეობით“, - წერს ელჩი.

სირიაში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა 15-16 ივლისს სირიაზე იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიზანში დრუზებით დასახლებული სუვეიდას პროვინცია ამოიღო. თუმცა არა ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის, არამედ სირიული სამხედრო ინფრასტრუქტურის დასაბომბად. შეტევები დედაქალაქ დამასკოზეც განხორციელდა. ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ სამხედრო მოქმედებები დრუზი მოსახლეობის დაცვის საჭიროებით ახსნა.

რატომ დაარტყა ისრაელმა სირიას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები