მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი “ჰამასის” მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების გამო სპორტულ ღონისძიებებს აუქმებს

ისრაელი ჰამასი სპორტი

ისრაელში არსებული სამხედრო ვითარების გამო სპორტული ღონისძიებების გადადება, გაუქმება ან სხვა ქვეყანაში გადატანა იგეგმება.

7 ოქტომბერს “ჰამასმა” სარაკეტო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რის შედეგადაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. თავდასხმაზე, რომლის შედეგად ისრაელის დაახლოებით 22 მოქალაქე დაიღუპა, პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამისტურმა მოძრაობამ "ჰამასმა" აიღო.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე ისრაელის კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დროებით ყველა სპორტული ღონისძიება გააუქმა. უცნობია სად ან როდის ჩატარდება 12 ოქტომბერს გასამართი საფეხბურთო მატჩი ისრაელსა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები