მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში 20-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა, დაკარგულად ითვლება, ან მძევლად არის აყვანილი

ისრაელ-ჰამასის ომი

“ჰამასის“ მიერ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დაწყების შემდეგ უცხო ქვეყნების ათობით მოქალაქე დაიღუპა, დაკარგულად ითვლება, ან მძევლადაა აყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას “ალჯაზირა” ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, შაბათს დაწყებული თავდასხმის შემდეგ 20-ზე მეტი ქვეყნის, 130-ზე მეტი მოქალაქე ან ორმაგი მოქალაქე დაიღუპა ან დაკარგულად ითვლება. მედიის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა სამხრეთ ისრაელის უდაბნოში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ესწრებოდა, როდესაც ჰამასის შეტევა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა და დაკარგულთა სიაში არიან აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, ნეპალის, არგენტინისა და ტაილანდის მოქალაქეები, დაკარგულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები