The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელში აქცია მიმდინარეობს, მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას მოითხოვენ.
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ მსვლელობით გაემართნენ.
მომიტინგეებს დაპირისპირება ჰქონდათ სამართალდამცველებთან. პოლიციის მცდელობები ბარიკადების აღმართვისთვის ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა.