ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ ისრაელის დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 600-მდე გაიზარდა, მათ შორის 44 ჯარისკაცია, ამასთან, ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ გატაცებულია 100-მდე პირი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
ღაზაში, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 370 ადამიანი დაიღუპა, 2200 კი დაშავდა.
ინფორმაციისთვის, ჰამასმა ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ომის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.