ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება გრძელდება.
BBC ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ჩანს ხანძარი სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში მდებარე Microsoft-ის ოფისებთან ახლოს. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. ადგილზე მეხანძრეები არიან მობილიზებული. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხუთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ჩანს, ირანის სამიზნე Gav-Yam-ის ტექნოლოგიურ პარკია. ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ღამით ათობით დარტყმა განახორციელეს, რომელთა სამიზნეც თეირანში რამდენიმე ობიექტი იყო.
ცნობისთვის, დღეს ჟენევაში ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანელ კოლეგას შეხვდებიან. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა თეირანსა და დასავლელ ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ევროპელი მინისტრები, სავარაუდოდ, ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ - ირანი აცხადებს, რომ ამის სურვილი აქვს, თუმცა არა მაშინ, როდესაც მასზე თავდასხმა მიმდინარეობს.




























