მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში ომი ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედებს, უძრავი ქონების ბაზარზე - დადებითად - რატომ?

რემაქსი

RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი დირექტორის მარიამ ასათიანის განცხადებით, ისრაელში ომი საქართველოს ტურიზმზე უარყოფითად აისახება, მაგრამ უძრავი ქონების ბაზარზე - დადებითად. ასეთი პროგნოზის გაკეთებს საშუალებას ბაზრის ექსპერტს ისრაელიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით გაზრდილი ინტერესი აძლევს.

"უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები ხშირად ტურიზმის ზრდის ტენდენციას მიჰყვება - როდესაც ტურიზმი იზრდება, პარალელურად, უძრავი ქონების გაყიდვებიც მზარდია, თუმცა წელს ასე არ მოხდა - ტურისტების და მოგზაურების რაოდენობა პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს ჯერ ვერ დაეწია, უძრავი ქონების ბაზარი კი პირიქით გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ რეგიონში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან უარყოფითად იმოქმედა ტურიზმზე, თუმცა უძრავი ქონების ბაზარზე დადებითი გავლენა ჰქონდა - მიგრანტების მხრიდან მზარდმა მოთხოვნამ, ბინები გააძვირა.

ანალოგიურ სურათს ველოდებით ისრაელის ომის შემთხვევაშიც - ეს ქვეყანა საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი დონორი ქვეყანაა, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობამ წელს უკვე გადაასწრო პანდემიამდელ მაჩვენებელს;

ომი ისრაელიდან ვიზიტორების ნაკადს, ბუნებრივია, შეამცირებს, მაგრამ უძრავი ქონების ბაზრისთვის კიდევ ერთი დამატებითი "ტრიგერი" იქნება. საქმე ის არის, რომ როდესაც ომია, პირველ რიგში, ადამიანები კაპიტალის ქვეყნიდან გამოტანას და სხვა ქვეყანაში ჩადებას ცდილობენ; საქართველო კი, ის ქვეყანაა, სადაც ბევრი ფიქრის გარეშე შეუძლიათ გარისკვა და ჩამოსვლა", - აცხადებს მარიამ ასათიანი BMGTV-ის გადაცემა "წერტილში".

მისივე ინფორმაციით, საქართველოში უძრავი ქონების შეძენით ისრაელის გარდა, ხშირად ინტერესდება მეზობელი აზერბაიჯანიც.

RE/MAC Capital-ის დამფუძნებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს საკმაოდ მაღალი საინვესტიციო პოტენციალი აქვს, რადგან თუ უძრავი ქონებით გაჯერებულ ბაზარზე ამონაგები 2%-დან 4%-მდე კარგ მაჩვენებლად ითვლება, საქართველოს შემთხვევაში ეს 8%-10%-ია, რის გამოც აქ ინვესტირება საკმაოდ საინტერესოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები