მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT და კომუნიკაციები საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია - სექტორების რეიტინგი

IT სექტორი პროგრამირება კომპიუტერი

საქსტატმა დღეს 2023 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წელს საქართველოს მშპ-ის ზომამ 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ეკონომიკის რეალური ზრდა კი 7.5% იყო. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორი კვლავ ვაჭრობაა, რომლის ზომამაც 10.8 მილიარდი შეადგინა, თუმცა ზრდის ტემპი ყველაზე მაღალია ინფორმაციის, კომუნიკაციისა და IT სექტორში, რომელიც გასულ წელს 27%-ით გაიზარდა და მისმა ზომამ 4.1 მილიარდ ლარს მიაღწია.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკის რამდენიმე დარგში ზრდის ნაცვლად კლება დაფიქსირდა, მათ შორისაა ენერგეტიკის სექტორი (კლება 3.2%); ჯანდაცვის სექტორი (კლება 15.4%); სამთომოპოვებითი მრეწველობა (კლება 4%); წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა (კლება 11%) და სოფლის მეურნეობა (კლება 2.8%).

2023 წლის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკის სექტორების ზრდის ტემპი ასე ნაწილდება:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 27.4%;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 26.4%;
  • პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 19.1%;
  • განათლება - 18.9%;
  • მშენებლობა - 17.2%;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 13.7%;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 13.6%;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 13.3%;
  • სხვა სახის მომსახურება - 11.0%;
  • ხელოვნება გართობა და დასვენება - 7.6%;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 7.1%;
  • შინამეურნეობების როგორც დამქირავებლის საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 5.2%;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 4.6%;
  • დამმუშავებელი მრეწველობა - 3.3%;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები- -2.5%;
  • სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა- -2.8%;
  • ენერგეტიკა- -3.2%;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა- -4.0%;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები- -11.3%;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები- -15.4%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები