მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სექტორში საშუალო ხელფასი 6 940 ლარია - რამდენ ადამიანს ასაქმებს ინდუსტრია?

IT ინდუსტრია

2022-23 წლებში დასაქმება მკვეთრად გაიზარდა და IT სექტორი ყველაზე მაღალანაზღაურებად დარგად ჩამოყალიბდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

დარგის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს IT სექტორში დასაქმებულების რაოდენობამ 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, როცა დარგი 2021 წელს 5,000- მდე ადამიანს ასაქმებდა.

„IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მიგრანტების ეფექტს და სხვა სექტორებიდან მუშახელის რელოკაციას უკავშირდება. ჩვენი შეფასებით, სექტორში დასაქმებულების 70-75% უცხოელია“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანაში IT სპეციალისტების რაოდენობა IT სექტორის დასაქმების სტატისტიკაში მოცემულ მაჩვენებლებზე ბევრად მაღალია

ამასთან, ამ სექტორში საშუალო ხელფასი 6,940 ლარია, რაც 2021 წელთან შედარებით გაორმაგებულია და ბიზნეს სექტორის საშუალო ხელფასს 1 969 ლარს 3.5-ჯერ აღემატება.

IT სექტორში 24,117 კომპანია ოპერირებს. აქედან, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების რაოდენობა 72-ია და დანარჩენი ძირითადად უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რაც მიგრანტების ეფექტს უკავშირ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები