მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია უარყოფს კობახიძის განცხადებას და ამბობს, რომ სანქციებს მხარი დაუჭირა

სს
17.12.24 23:45
500

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუმინეთის მსგავსად, აცხადებს, რომ არ უთქვამს უარი „ოცნების“ წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციების მიღებაზე. შესაბამის თარგმანს netgazeti ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრებიდან 5-მა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი სანქციებს — უნგრეთმა, ესპანეთმა, სლოვაკეთმა და ასევე რუმინეთმა და იტალიამ. ეს ორი ამბობს, რომ მათ ასეთი პოზიცია არ ჰქონდათ.

„იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციებს, რომელთა დაბლოკვაც სხვა წევრებს შორის კონსენსუსის არქონის გამო შედგა. იტალიამ მხარი დაუჭირა დიპლომატიური პასპორტის მქონეთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც.

იტალია იმეორებს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდზე უნდა იყოს და იმედოვნებს, რომ თბილისის ბოლო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ევროპული გზა გადაკეტეს, გადახედვადი იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები