მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატამდე გაიზარდა

მზის პანელები

2024 წლის I კვარტალში იტალიაში მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 1.7 გიგავატით, 32 გიგავატამდე გაიზარდა, რაც ქვეყანაში მასშტაბური პროექტების განვითარებით აიხსნება - ამის შესახებ Reuters-ი იტალიის ფოტოელექტრული სექტორის ასოციაციაზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, მინიმუმ 1 მეგავატიანი სიმძლავრის მქონე სადგურებში ელექტროენერგიის წარმოება პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 373%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო ზომის ელექტროსადგურებს, მაგალითად, კომერციული და ინდუსტრიული შენობების სახურავებზე განთავსებულ მზის პანელებს, ამ შემთხვევაში ზრდა 106%-ია. პატარა ზომის ელექტროსადგურებში კი გენერაციის ტემპი შემცირებულია.

აღსანიშნავია, რომ მზის ენერგიის წარმოების ზრდა იტალიისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია - 2023 წლამდე ქვეყნის ენერგოტრანზიცია სრულად იყო დამოკიდებული სხვადასხვა შენობის სახურავებზე დამონტაჟებულ პანელებზე, რაც ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებას აძვირებდა და იტალიის დეკარბონიზაციას საფრთხეს უქმნიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები