მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალიაში სატვირთო ავტომობილიდან 12 ტონა KitKat-ის შოკოლადის ფილა მოიპარეს

kitkat

ევროპაში ქურდებმა სატვირთო ავტომობილიდან 400 000-ზე მეტი, დაახლოებით 12 ტონა KitKat-ის შოკოლადის ფილა მოიპარეს.

შოკოლადის ნაწარმი, რომელსაც შვეიცარიული ფირმა Nestle აწარმოებს, მაშინ მოიპარეს, როცა სატრანსპორტო საშუალებას შოკოლადი ცენტრალურ იტალიაში მდებარე ქარხნიდან პოლონეთისკენ მიჰქონდა, - ნათქვამია KitKat-ის განცხადებაში.

"სატრანსპორტო საშუალება და მისი ტვირთი კვლავ დაკარგულია. ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მიწოდების ჯაჭვის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს გამოძიება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, სულ მოპარულია 413,793 ცალი KitKat-ის ფილა. თითოეული მათგანის მიკვლევა შეფუთვაზე დატანილი პარტიის ნომრებითაა შესაძლებელი და KitKat-ი სთხოვს ყველას, ვინც აღმოაჩენს დამთხვევას, აცნობოს კომპანიას.

"მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ კრიმინალების განსაკუთრებულ გემოვნებას, ფაქტია, რომ ტვირთის ქურდობა მზარდი პრობლემაა ყველა ზომის ბიზნესისთვის", - აღნიშნა კომპანიის სპიკერმა.

კვირას ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში KitKat-მა დაამატა, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია და მიწოდება არ შეფერხებულა.

ეს არ არის შოკოლადის პირველი მასშტაბური ძარცვა, რომელიც ევროპაში ბოლო დროს მოხდა. 2023 წლის ივლისში ბრიტანელ მამაკაცს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შოკოლადის 200 000 კვერცხის მოპარვისთვის.

იმ დროს საინფორმაციო სააგენტო PA Media იუწყებოდა, რომ ჯობი პულმა ათასობით დოლარის ღირებულების Cadbury Creme Eggs-ი მოიპარა მას შემდეგ, რაც ინდუსტრიულ ობიექტში შეიჭრა და ნადავლით მოპარული სატვირთო ავტომობილით მიიმალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები