მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალიის პოლიციამ რუს ოლიგარქებს $150 მილიონზე მეტი ღირებულების ვილები, სახლები და იახტები ჩამოართვა

6223d01aba9cb
BM.GE
06.03.22 01:07
1433
იტალიის ფინანსურმა პოლიციამ ხუთ რუსი ოლიგარქს 143 მილიონი ევროს (150 მილიონ დოლარზე მეტი) ღირებულების ვილები, სახლები და იახტები ჩამოართვა. ინფორმაციას, პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, იტალიის ფინანსური პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ, რუსი ოლიგარქების აქტივები გაყინა.

სანქცია შეეხო შემდეგ პირებს:

ალექსეი ალექსანდროვიჩ მორდაშოვი: დაახლოებით 65 მილიონი ევროს (დაახლოებით 71 მილიონი დოლარი) ღირებულების იახტა Lady M.

გენადი ნიკოლაევიჩ ტიმჩენკო: დაახლოებით 50 მილიონი ევროს (დაახლოებით $55 მილიონი) ღირებულების იახტა Lena.

ალიშერ უსმანოვი:  დაახლოებით 17 მილიონი ევროს (დაახლოებით 18 მილიონი დოლარი) ღირებულების უძრავი ქონების კომპენდიუმი.

ვლადიმირ რუდოლფოვიჩ სოლოვიევი: საკუთრება, რომელიც დაახლოებით 8 მილიონი ევრო (დაახლოებით 8,7 მილიონი დოლარი) ღირს.

ოლეგ სავჩენკო: მეჩვიდმეტე საუკუნის ვილა სახელად "ვილა ლაზარესკი", რომელიც დაახლოებით 3 მილიონი ევრო (დაახლოებით 3,3 მილიონი დოლარი) ღირს.

იტალიამ ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირმა რუსეთს უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის გამო სანქციები დაუწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები