მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის პრემიერი: კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა ევროკავშირი დაშალოს

5e8f6b47d978a
თამთა ჯიჯავაძე
10.04.20 00:20
4664
კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა ევროკავშირი დაშალოს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ–მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ევროკავშირის ლიდერები ვერ იმუშავებენ ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ბლოკი, ევროკავშირი მარცხის რისკის წინაშე დადგება.

ჯუზეპე კონტემ მოუწოდა ყველას კოორდინირებული რეაგირებისკენ.

აღსანიშნავია, რომ კონტეს განცხადება ევროპული ბლოკის ფინანსთა მინისტრების განსხვავებულ აზრებს მოჰყვა ე.წ „კორონა ობლიგაციების“ შესახებ, რაც ევროზონის ქვეყნებში ვალების გაზიარებას გულისხმობს. იდეა იტალიას ეკუთვნის, თუმცა, მას ისეთი მდიდარი ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ, როგორიცაა მაგალითად გერმანია.

შეგახსენებთ, იტალია პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა 9 მარტს. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით დღიური დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს, თუმცა, ის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნად ითვლება.

Forbes

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები