იტალიაში, რკინიგზის სახელმწიფო კომპანია Ferrovie dello Stato ფოტოვოლტური ელექტროსადგურის ასაშენებლად €1.3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუდან ირკვევა, პირველ ეტაპზე დადგმული სიმძლავრე 1 გეგავატი იქნება, რაც კომპანიის მოთხოვნის 19%-ს დააკმაყოფილებს.
იტალიურ მედიასთან საუბარში, სტეფანო დონარუმამ აღნიშნა, რომ სარკინიგზო პროექტს ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლების დაინტერესება შეუძლია. კომპანია იმედოვნებს, რომ ელექტროსადგურის მენეჯმენტს პარტნიორი ფირმა ჩაიბარებს.
“ელექტროსადგურების მართვიტ დაინტერესებული არ ვართ, თუმცა შეგვიძლია, კონკრეტულ ვადაში მათ სამართავად კონტრაქტი გავაფორმოთ, ან უკვე არსებული ელექტროსადგური შევისყიდოთ, მაგალითად, პარტნიორთან ერთად”, - ამბობს რკინიგზის CEO.
მისივე თქმით, კომპანია მოლაპარაკებებს კომერციულ ბანკებთანაც აწარმოებს, რათა პროექტისთვის ფინანსური მზაობა უზრუნველყოს. დონარუმა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინიციატივა Ferrovie dello Stato-ს პორტფელს გააფართოებს, რაც ინვესტორების მოძიებასა და წილების გაყიდვას უზრუნველყოფს.
პროექტის განვითარების გეგმის ნაწილი 2034 წლისთვის ელექტროსადგურის დადგმული მოცულობის 2.2 გიგავატამდე გაზრდას ითვალისწინებს, რაც რკინიგზის ელექტროენერგიის მოთხოვნის 40%-ს დააკმაყოფილებს.