მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიურმა კლუბმა “რომამ” ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

ჟოზე მოურინიო რომა

პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც იტალიურ კლუბ “რომას” სათავეში 2021 წელს ჩაუდგა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, დღეს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გუნდის პრესსამსახური ავრცელებს:

“მთელი გუნდის სახელით გვსურს ჟოზე მოურინიოს მადლობა გადავუხადოთ. არასდროს დაგვავიწყდება მისი წარმატებები ჩვენი კლუბის შემადგენლობაში. მას და მის გუნდს მომავალში დიდ წარმატებებს ვუსურვებთ” - განაცხადეს კლუბის მფლობელებმა დენ და რაიან ფრიდკინებმა.

“რომა” გასულ კვირას იტალიის თასიდან თანაქალაქელმა “ლაციომ” გამოაგდო, სატურნირო ცხრილში კი 29 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება, რაც გულშემატკივრებში დიდი კრიტიკის საგანი გახდა.

მოურინიო იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მწვრთნელი იყო და სეზონში 10 მილიონ ევროს იღებდა. მან პირველივე წელს ევროპის კონფერენსლიგის მოგება შეძლო, ხოლო მომდევნო სეზონში გუნდი ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა.

სხვადასხვა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გუნდის მომდევნო მწვრთნელი ადგილობრივი ლეგენდა, დანიელე დე როსი გახდება, რომელიც უკანასკნელად “სპალს” წვრთნიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები