მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ITMC ჯგუფი ნოემბრიდან საბაჟო საწყობის გახსნას აანონსებს (რ)

საბაჟო საწყობი
BM. GE
09.10.23 12:17
157

კომპანია 2015 წლიდან ოპერირებს და მის ძირითად საქმიანობას მომხმარებლების ლოგისტიკური სერვისებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისიდან, კომპანიამ საკუთარ სერვისებს დაამატა საბორნე გადაზიდვები, ფოთი-კონსტანცას ხაზი, რომელიც მნიშვნელოვან შემავსებელ რგოლს წარმოადგენს შუა კორიდორის განვითარების გზაზე.

კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ მათი მიზანია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზანს ეხმაურება საბაჟო საწყობის გახსნა გარდაბნის ეკონომიკური გაფორმების ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე (ე.წ. გეზი)

2023 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებას იწყებს A კლასის ტიპის საბაჟო საწყობი “ITMC Terminal”.  ფართი შეადგენს 2500 კვადრატულ მეტრ საბაჟო სასაწყობე სივრცეს. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაასაწყობონ განუბაჟებელი ტვირთი, მიიღონ განბაჟების და ჩატვირთვა-გადატვირთვის სერვისები, ყველა საჭირო საბროკერო მომსახურებასთან ერთად.

კომპანიაში აცხადებენ, რომ იგეგმება მეორე ეტაპის, B ბლოკის მშენებლობა, რომელიც მომხმარებლებს დამატებით 2500 კვადრატული მეტრი ფართობის კომერციულ სასაწყობე მომსახურებას შესთავაზებს.

ITMC ჯგუფს უკვე დაწყებული აქვს სასაწყობე ფართის წინასწარი ჯავშნები.

info@itmc.com.ge

0322560816

+995 574320022