iTrade.ge არის პლატფორმა, რომელიც ბაზარზე 1 თვეა გამოჩნდა. ის ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ შორის ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. მათ შორის, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებსა და ტენდერებს.
გვინდოდა ისეთი ბიზნესი შეგვექმნა, რომელიც ბიზნესებს ერთიან სივრცეში მოუყრიდა თავს და ნებისმიერი ფორმით მათ შორის კომუნიკაციას გაამარტივებდა, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანია iTrade.ge-ის დამფუძნებელმა, გუჯა პარუნაშვილმა განაცხადა.
„ბიზნესში თუ კავშირები არ გაქვს, ძალიან რთულია ბიზნესის წარმოება. დღესდღეობით, კოლაბორაცია უფრო ქმნის პროდუქტს, ვიდრე ბიზნესებს შორის კონკურენცია. სწორედ ეს არის ბიზნესის საწყისი, რომ შემექმნა პლატფორმა, სადაც კომპანიებს მარტივად შეეძლებოდათ ერთმანეთთან ურთიერთობა ნებისმიერი ფორმით. პლატფორმა უკვე ფუნქციონირებს, შესაძლებელია ტენდერების გამოცხადება, შესყიდვების წარმოება და სხვა. ის ამ ეტაპზე, უფასოა, რადგან გვინდა მომხმარებელს ჩვენი პროდუქტი გავაცნოთ.
ბიზნესებს საშუალება ექნებათ, რომ დარეგისტრირდნენ, სადაც წარმოადგენენ თავის ლოგოს, ე.წ. ქავერს, ინფორმაციას თანამშრომლების შესახებ, დამფუძნებელთა სტრუქტურას, კომპანიის შესახებ ინფორმაციას, რა პროდუქტებს ყიდიან და ა.შ. მათ შორის ფინანსური ინფორმაციაც. შეუძლიათ ფინანსური შესყიდვებიც აწარმოონ, მათ შორის გამარტივებული ტენდერების სახით, სადაც მონაწილეობის პროცესი არის უმარტივესი. გარდა ამისა, ბიზნესებს შორის დაკავშირება გამოისახება ე.წ. კომუნიკატორში, რაც დაახლოებით "მესენჯერის" მსგავსია. ის უზრუნველყოფს ბიზნესების კომუნიკაციას, რომ პლატფორმაშივე აწარმოონ.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე არის შემოსავლების სამსახურის ავტორიზაცია, სადაც ჩვენ პარალელურად ვამოწმებთ კომპანიას, მის რეალურობას, რამდენად სწორი სახელით ან საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირდება. რის შემდეგადაც ბიზნესი მეორე ეტაპზე გადადის, შეჰყავს მეილი და პაროლი. iTrade.ge -ის მომხმარებელი არის ყველა ის მეწარმე, რომელიც ფიზიკური თუ იურიდიული პირია. ვისაც გადასახადის გადამხდელის სტატუსი აქვს“, - აცხადებს პარუნაშვილი.
მისი ინფორმაციით, პლატფორმის იდეა "თიბისი ბანკის" ფინანსური უზრუნველყოფითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის სუბსიდირებით განხორციელდა. ამ ეტაპზე, გუნდი 10-მდე წევრს მოიცავს, თუმცა უახლოეს 1 წელიწადში რაოდენობის გასამმაგება იგეგმება.
გარდა ამისა, პირველ რიგში პროდუქცია საქართველოს ბაზარზე გაიტესტება, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში პროდუქციის გლობალიზებასაც აპირებენ, რაზედაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამასთან, პლატფორმას დაემატება hr მოდული. ამის მიზეზი ისაა, რომ კომპანიას სურს ბიზნესმა ნებისმიერი შესყიდვა, მათ შორის შრომითი რესურსის შესყიდვაც პლატფორმის საშუალებით აწარმოოს.