მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იუდას ვისაც უწოდებდნენ, მას ვეთანხმები" - ვერა ქობალია პრივატიზაციის პოლიტიკაზე

5eca6790609f6
თელარა გელანტია
25.05.20 09:00
2617
"მე იუდას (გულისხმობს კახა ბენდუქიძეს) ვისაც უწოდებდნენ, მის იდეოლოგიას და აზრებს ვეთანხმები პრივატიზაციის პოლიტიკის საკითხში“, - ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ bm.ge-ისთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას - როგორი უნდა იყოს მთავრობის პოლიტიკა პრივატიზაციის მიმართულებით, თან ახლა - პანდემიის პირობებში.

ვერა ქობალია ფიქრობს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა, სახელმწიფომ ყველა ქონების პრივატიზაცია უნდა განახორციელოს და თან მაქსიმალურად სწრაფად.

„რკინიგზა, ელექტროსისტემის გადამცემი ხაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები უნდა დარჩეს სახელმწიფოს ხელში, მაგრამ სხვა ქონების შემთხვევაში ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა მივცეთ მათ განვითარების საშუალება ანუ რატომ არ უნდა გავყიდოთ. ამდენი წლის განმავლობაში თუ არის ობიექტები, რომლებიც ვერ ავამუშავეთ, რას ვკარგავთ იმით, რომ გავყიდოთ და ვიღაცამ განავითაროს?! ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ და წაიღებენ?! ამიტომ კარგი იქნებოდა, გადაიხედოს საპრივატიზაციო პოლტიკა და რისი გაყიდვაც შეიძლება, მივიღოთ ამაზე გადაწყვეტილება. თუ გვაქვს კონკრეტული ობიექტები, რომლის შეკვრა შეიძლება საინვესტიციო პაკეტად, შევფუთოთ და შევთავზოთ ინვესტორებს, თან იმ სექტორებში, რაც პრიორტეტული გახდა არსებულ რეალობაში - ფარმაცია, ბიოტექნოლოგიები და ა.შ. ამაზე, მგონი, ჭიდაობა არ უნდა დავიწყოთ და უნდა ვიმოქმედოთ“, - ამბობს ვერა ქობალია.

ცნობისთვის: ე.წ. „აგრესიული პრივატიზაციის“ შესახებ  მთავრობის დეკლარირებული განცხადებების მიუხედავად, რიცხვებში პრივატიზაციის დონე არც ისე მაღალია. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პრივატიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 43, 633, 544 ლარის მობილიზება შეძლო. მათი ცნობით, კვარტლის გეგმა 134.25%-ით შესრულდა, რადგან პრივატიზაციიდან წლის პირველ სამ თვეში მიზნად 32,500,000 ლარის მიღება ჰქონდათ დასახული. ამის შესახებ უწყებამ facebook-გვერდზე დაწერა, მაგრამ მოგვიანებით, როგორც bm.ge-მ გაარკვია, ქონების ეროვნული სააგენტოს პირველი კვარტლის ოფიციალური გეგმა, რაც 2020 წლის ბიუჯეტშია გაწერილი, არა - 32 მლნ ლარი, არამედ 23 მლნ იყო.

TOP-10 ყველაზე მსხვილი ქონება, რომელიც ქონების სააგენტომ 2020 წლის I კვარტალში გაყიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები