მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სახლი "რუსულ კანონზე" განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი „რუსულ კანონზე“ განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, იუსტიციის სახლის ფილიალები ხვალაც იმუშავებენ და ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ რეესტრში თავისი ნებით დარეგისტრირდნენ.

საქმე ის არის, რომ "რუსული კანონის" თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.

„კვირას, 1 სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება.

„დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ბათუმის ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში.

ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული", - წერია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

როგორ დაარეგისტრირებენ ორგანიზაციებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში? - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები