იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს.
"ვახტანგ ჟვანიას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იგი ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს“.
ვახტანგ ჟვანია არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მისი ბიოგრაფიაა:
განათლება
09.2019 - სამართლის დოქტორანტი, ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
09.2007 - 07.2009 სამართლის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
09.2003 - 07.2007 სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამუშაო გამოცდილება
04.2021 – 11.2022 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი
07.2019 - 04.2021 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი
04.2019 - 04.2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს წევრი
09.2017 - 04.2021 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი
09.2015 - 07.2019 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ადმინისტრატორი
01.2013 – 05.2015 ააიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
06.2009 - 09.2010 საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე
05.2006 - 05.2007 საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სპეციალისტი
აკადემიური საქმიანობა
09.2021 - დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი
09.2014 - დღემდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი
უცხო ენები: ინგლისური, რუსული