შვეიცარიული საბანკო-საფინანსო გიგანტის, UBS-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 75 დოლარის ფარგლებში იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 8 დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.
ანალიტიკოსების შეფასებით, OPEC-ს ნავთობის მიწოდების გაზრდის საშუალება არ აქვს, ამიტომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფასების სტაბილურობა იქნება მოსალოდნელი. ასევე, UBS-ის ექსპერტები შემცირებულ რისკებს ხედავენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის და რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.
რაც შეეხება მოთხოვნის მხარეს, UBS-ში ელიან, რომ წლის ბოლომდე მოთხოვნა მკვეთრად არცერთ რეგიონში არ გაიზრდება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელებულია, ხოლო აშშ-ის სამომხმარებლო ხარჯები შემცირებულია.