მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„[ივანიშვილი] გარშემორტყმულია ადამიანებით, რომლებსაც ეშინიათ არა–ს თქმა“ – ლინკოლნ მიტჩელი

სს

2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ „დღეს ბიძინა მართავს საქართველოს იმის მიუხედავად, თუ ვის უკავია ოფიციალურად პრემიერმინისტრი თანამდებობა ან სხვა მინისტრების თანამდებობები“.
ლინკოლნ მიტჩელი ბიძინა ივანიშვილს ასე ახასიათებს: „კაპრიზულია: მას უჩნდება იდეა, რომელიც შეიძლება საერთოდ არაფერს ეფუძნებოდეს“.

„ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ პარტიის წევრებს პარტიის საპატიო თავმჯდომარისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ. „ძალიან ხშირად ის [ბიძინა ივანიშვილი] ყველაფერზე დამთანხმებელი ადამიანებით, ე.წ. YES-Man-ებით – არის გარშემორტყმული.

ადამიანებით, რომლებსაც ეშინიათ არა–ს თქმა, რადგან რისკავენ საკუთარ სამუშაოს, შემოსავლის წყაროს, ან სხვა რამეს“ – ამბობს ლინკოლნ მიტჩელი „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„ანალიტიკა“–ს კითხვაზე – რაში დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ იმ კანონპროექტის შემობრუნება, რომელზეც არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის, არამედ ყველა დასავლელი პარტნიორის წინაშე დადო პირობა, რომ აღარ მიუბრუნდებოდა – ლინკოლნ მიტჩელის პასუხია, რომ ადამიანისთვის, რომელიც დღემდე ყურადღებით აკვირდება საქართველოს, რთული არ არის იმ სცენარის წარმოდგენა, როცა „ბიძინა ამბობს – მოდი, ასე მოვიქცეთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს საშინელი იდეაა, მას მაინც ყველა ეთანხმება, შიშის გამო“.

თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოება – მათ შორის, სტუდენტები – „ქართული ოცნებისგან“ „რუსული კანონის“ გაუქმებას მოითხოვენ. კანონი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების მიერ შეფასებულია, როგორც საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, საქართველომ ევრო–ატლანტიკურ კურსს გადაუხვიოს. ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ მისამართით დასავლელი პარტნიორებისგან პირდაპირ ისმის სანქცირების შესახებ გაფრთხილებები, კანონს საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ადევს და ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები