მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივანიშვილის $3 მილიარდიანი ქველმოქმედება და გადარიცხული $30 მლნ" - "ოცნების" ლობისტების წერილი აშშ-ში

5eb06452be698
შოთა ტყეშელაშვილი
04.05.20 22:53
5385
“ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს საქართველოში სხვადასხვა სახის ქველმოქმედებაზე უკვე დახარჯული $3 აქვთ მილიარდი აშშ დოლარი, მათ შორის მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაზე $500 მილიონი,- ნათქვამია პოლიტიკური "პარტია ქართული" ოცნების მიერ აშშ-ში დაქირავებული ლობისტური კომპანია DCI Group-ის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტოს სისტემა (FARA) ასაჯაროვებს.

წერილში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა StopCov ფონდში უმსხვილესი დონაცია განახორციელა და მასში $30 მილიონი დოლარი ჩარიცხა. ეს ინფორმაცია აშშ-ის მედიის წარმომადგენლებს გაეგზავნათ და მას პრემიერ-მინისტრის განცხადებაც ახლავს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის და მას "უნიკალურ დამზღვევს" უწოდებს. 

“ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს მისი გულუხვი დონაციისთვის. ფონდი ქართუ და თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი უკვე არაერთი წელია მილიარდობით ლარის დონაციას ახდენენ საქვეყნო საქმეებისთვის. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის ეს არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში უნიკალური დაზღვევის სახით გვყავს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს ნებისმიერ დროს გაუწიოს სისტემური მნიშვნელობის დახმარება,” - ამბობს ამ წერილში გიორგი გახარია.

“ოცნების” ლობისტური კონტრაქტები:

2020 წლის მდგომარეობით, პარტია “ქართული ოცნება” აშშ-ში ლობისტურ მომსახურებაში ჯამში $1.2 მილიონ დოლარს იხდის და მის მიერ ორი კომპანია - Hogan Lovells-ი და DCI Group-ი არის დაქირავებული. პირველის თვიური გასამრჯელო 75,000 დოლარი ანუ წლიურად 900,000 დოლარია, მეორის კი თვეში 33,333 დოლარი და ის ოქტომბრის ბოლომდე იქნება ძალაში. რაც შეეხება მთავრობის კონტრაქტებს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაფორმებულია ჯამში $900,000 დოლარს ხელშეკრულებები ასევე ორ ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან - StrateVarious LLC-სა და Chartwell Strategy Group-თან.

აშშ-ში ლობისტური საქმიანობა მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალეა და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე (FARA.gov) საჯარო ხდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სერვისებს ასრულებენ ლობისტები მათი დამქირავებლებისთვის. ამაში შედის მათ დაგეგმილი ღონისძიებები, გამართული შეხვედრები, ელექტრონული მიმოწერა, ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და ასევე ეგრეთ წოდებული “შეკვეთილი სტატიების” ორგანიზებაც.

ლობისტების წერილი:


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები