მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის მორჩილმა უმრავლესობამ კონსტიტუციური გადატრიალება განახორციელა - თეონა აქუბარდია

..

84 დეპუტატს, რომლებმაც "რუსულ კანონს" მხარი დაუჭირა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა უწოდა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლებამ "კონსტიტუციური გადატრიალება" მოაწყო.

"ესენი არიან დეპუტატები, რომლებიც გაცხადებულად მიდიან ქვეყნის და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ. ეს არიან დეპუტატები, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ ყველაფერზე, რაც ამ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში მოხდება, მათ შორის ძალადობაზე, რომელიც ეს დღეები მიმდინარეობს. ეს გვარები უნდა იცოდეს ყველამ. მესამედ და საბოლოოდ, ივანიშვილის მორჩილმა უმრავლესობამ განახორციელა კონსტიტუციური გადატრიალება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მესამე მოსმენით, 84 ხმით უმრავლესობამ და " ევროპელმა სოციალისტებმა" "რუსული კანონი" მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები