მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილმა გადაწყვიტა მოსკოვის მიმართულებით იმოძრაოს და იმედი არ მაქვს, დამოკიდებულება შეცვალოს - დევიდ კრამერი

დევიდ კრამერი

ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად მოსკოვის მიმართულებით იმოძრაოს - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კრამერმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

დევიდ კრამერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოზიციის შეცვლის იმედიც არ აქვს.

"იმედი არ მაქვს, რომ ბატონი ივანიშვილი და პრემიერმინისტრი შეიცვლიან თავიანთ დამოკიდებულებსა და ხედვებს. ივანიშვილმა დასავლეთი და აშშ ომის გლობალურ პარტიად შერაცხა. იგი ფაქტობრივად, დაბალანსებულ პოზიციას აღარ იცავს დასავლეთსა და რუსეთს შორის, არამედ მიიღო გადაწყვეტილება სრულად იმოძრაოს მოსკოვის მიმართულებით.

კანონმდებლობა, რომელიც ეხება არასამთავრობოებს და ასევე LGBTQ თემს, გახლავთ ზუსტი მითითება იმისა, რომ კობახიძე და ივანიშვილი, სწორედ ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ისინი მოსკოვის მხარეზე გადავიდნენ, აღარ არიან ევროკავშირში გაწევრიანებით, ან ნებისმიერი ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრობით", - განაცხადა მან.

აშშ-მა "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

მიიღეს თუ არა სანქცირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სანქციების შესახებ შეტყობინება? - მილერის განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები