მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა

ივანიშვილი და კობახიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პარტიის წესდების მიხედვით, სწორედ საპატიო თავმჯდომარის პრეროგატივაა პრემიერის კანდიდატის დასახელება.

შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, მდინარაძის თქმით, კონკრეტული კანდიდატები უნდა დაასახელოს თავად ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე პრემიერ-მინისტრი 2024 წლის 8 თებერვალს გახდა. მაშინ, პოლიტიკური როქის შედეგად, პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლა. მანამდე, კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები