მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟის ორივე სეგმენტი ამოქმედდება - მილორავა

6450cb68e6402
მარიამ ვარადაშვილი
02.05.23 12:49
468
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა პირველ ივლისს უნდა ამოქმედდეს. ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება ხუთჯერ გადავადდა. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ივლისში საბალანსო ენერგოობიექტები თითქმის სრული დატვირთვით იმუშავებენ, რაც ახალ სისტემაზე გადასვლისას გარკვეულ რისკებს დააზღვევს.

კერძოდ, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესების კასკადი" დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლები არიან და ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედების დღისთვის აუცილებელია, რომ ორივე სადგური მზად იყოს დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის.

“ამ გადავადებებმა საშუალება მოგვცა მეორე სეგმენტიც მოგვემზადებინა, რაც არის დღიური ბაზარი. პირველ ივლისს უკვე ბაზრის ორი სეგმენტი გვექნება: დღით ადრე და დღიური ბაზარი. დღიური ბაზარი ერთი შეხედვით თითქოს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი როგორც დღით ადრე ბაზარი, რომელიც რეალურად საბაზრო ფასს აყალიბებს. დღიურ ბაზარს კრიტიკული მნიშვნელობა განახლებადი ენერგიებისთვის აქვს. როცა განახლებადი ენერგიების ინვესტორებს ვხვდებოდით მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ეს ბაზარი რაც შეიძლება სწრაფად გახსნილიყო, რადგან ეს არის ბაზარი, რომელიც ფიზიკური მიწოდების დროს ყველაზე ადრე აძლევს საშუალებას ენერგია გაყიდოს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერთი საათით ადრე ქარის ელექტროსადგური თუ ხედავს რომ ჭარბი ენერგია აქვს, შეუძლია ეს ენერგია დღიურ ბაზარზე გაყიდოს, რადგან ყველა სხვა ბაზარი უკვე დაკეტილია. ამდენად დღიური ბაზარი მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიებისთვის. ჩავთვალოთ, რომ ივლისში ორივე ბაზარი შეგვიძლია ერთად გავუშვათ",-აცხადებს მილორავა "საქმიან დილაში".

მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ივლისი უკეთესი პერიოდია, რადგან მსხვილ მომხმარებელს ელექტროენერგიის ყიდვა დაბალფასიან სეზონზე შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები