ივლისში Gazprom-ის მიერ გაზის დღიური წარმოება 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. როგორც Guardian-ი წერს, სახელმწიფო გაზის კომპანია ივლისში დღიურად 774 მლნ კუბურ მეტრს მოიპოვებდა, რაც 14%-ით ნაკლებია ივნისის მაჩვენებელზე.
ამ დროისთვის Gazprom-ს გერმანიისთვის გაზის მიწოდება შემცირებული აქვს. მეტიც, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ Nord Stream 1-ის გაზსადენში, რომელიც ყველაზე მსხვილია ევროპაში, გასულ კვირას გაზის ექსპორტი 20%-მდე შეამცირა. გასულ წელს რუსეთმა ევროპაში 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ექსპორტი განახორციელა. Nord Stream 1-ის გასადენის წლიური გამტარიანობა კი 55 მილიარდ კუბური მეტრია.
გერმანიისთვის გაზის შემცირების მიზეზად კომპანია სარემონტო სამუშაოებს ასახელებს, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსულა ვონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ გაზის მიწოდებას შემცირება ტექნიკური მიზეზით არ ხდება და რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
ევროკავშირში აქვთ მოლოდინი, რომ ზამთარში რუსეთი ევროპას გაზს სრულად შეუწყვეტს, ამიტომ ევროგაერთიანება გაზის მოხმარების 15%-ის შემცირების ინიციატივით გამოვიდა.




























