მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში „ლოპოტა სპა რეზორტის“ დატვირთულობა 2019 წლის მაჩვენებელს აჭარბებს - გენერალური მენეჯერი

60e7fb58e2a81
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.21 00:30
1311
„ლოპოტა სპა რეზორტის“ დატვირთულობა ივლისში 2019 წლის მაჩვენებელს აჭარბებს.

როგორც BM.GE-ის სასტუმრო კომპლექსის გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა უთხრა, ივლისის საშუალო დატვირთულობა უკვე 70%-ია და თვის ბოლომდე მინიმუმ 85%-მდე გაიზრდება.

„მაისსა და ივნისში დატვირთულობით „ლოპოტა“ ფაქტობრივად 2019 წლის მონაცემებს გაუტოლდა და ივლისში დაახლოებით 15%-ით ვაჭარბებთ 2019 წლის მაჩვენებლებს. ჩვენთან ჯერ კიდევ აქტუალურია შიდა ტურიზმი, როგორც ბიზნეს მოგზაურების მხრივ, ასევე ინდივიდუალურ დამსვენებლებშიაც. გვყავს საერთაშორისო ვიზიტორები ისრაელიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან“, - აცხადებს ღლიღვაშვილი.



მისივე ინფორმაციით, სასტუმროში განთავსების ფასები 2019 წლის მაჩვენებელზეა. ამასთან, სასტუმრო სრულად იცავს კოვიდ-რეგულაციებს და სურვილისა და მოთხოვნის შემთხვევაში დამსვენებელს PCR-ტესტის ჩატარებას ადგილზე სთავაზობს.

„დამსვენებლის ქცევა ძალიან შეიცვალა, რამდენადაც ჯავშნები წინასწარ აღარ კეთდება. როგორც ადგილობრივებიდან, ასევე უცხოელებიდან ჯავშნები მაქსიმუმ ერთი კვირით ადრე შემოდის, მაშინ როდესაც პანდემიამდე 2-3 კვირით ადრე კეთდებოდა. განთავსების ხანგრძლივობა კი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ისრაელის დამსვენებელს გრძელვადიანი დასვენება ახასიათებს, ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსულებს მოკლევადიანი ვიზიტები. ქართველებიც უფრო მოკლევადიან ჯავშნებს აკეთებენ“, - უთხრა BM.GE-ის „ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა.


ცნობისთვის: სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტი“, მიმდინარე წელს, კომპლექსის განვითარებაში 21 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს, რაც მას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის. დღეისთვის სასტუმრო კომპლექსი 15 სასტუმრო შენობას, ანუ 232 ნომერს მოიცავს მოიცვას და 250 ადამიანს ასაქმებს. აქედან მე-15 შენობა კომპანიამ 7 მლნ ლარის ინვესტიციით რამდენიმე დღის წინ 6 ივლისს გახსნა და პირველი სტუმრებიც მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები