მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა

თბილისი საბაგირო გზა

საქსტატმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ივლისში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 5.5%-ით გაიზარდა. 2023 წლის პირველი 7 თვის ზრდამ კი 7.2% შეადგინა. 

საქსტატის მიხედვით, კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ ივლისში 12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2.9%-ით მეტია. 

"2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგებში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები