მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში, საწვავზე დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

საწვავი

ივლისში, საწვავზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 18%-ით გაიზარდა.

თიბისი კაპიტალის მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკის ივლისის მონაცემებით, საწვავზე გაწეული საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 54 ლარი იყო.

ამასთან, მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა და ერთ ტრანზაქციაზე 50 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, საქართველოში, საწვავი აგვისტოშიც გაძვირდა და გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 3-10 თეთრით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები