მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნის-ნოემბერში Jobs.ge-ზე 46 222 ვაკანსია გამოქვეყნდა - რომელ სექტორებში გაიზარდა/შემცირდა ვაკანსიების რაოდენობა?

ვაკანსიები

2024 წლის ივნისიდან 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით, გამოქვეყნდა 46,222 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 20.6%-ით 6,218-მდე შემცირდა.

კვლევითი ცენტრის გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ივნის-ნოემბერში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა.

„ამ პერიოდში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია“, - აღნიშნავენ დასაქმების თრექერის ავტორები.

პუბლიკაციის მიხედვით, ყველაზე მეტი ვაკანსია ივნის-ნოემბერში ადმინისტრაცია, მენეჯმენტის კატეგორიაშია გამოქვეყნებული, თუმცა ამ შემთხვევაში წლიურად ვაკანსიების რაოდენობა შემცირებულია. სექტორების მიხედვით Job.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა ასეთია:

  • ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში 10,195 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.
  • ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში 8,342 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია
  • ლოგისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში ივნის-ნოემბერში 7,795 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები