მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისიდან პოლონეთი რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებულ სატვირთოებს საზღვარს დაუკეტავს

6475df030d99f
მარიამ ვარადაშვილი
30.05.23 15:31
5414
პირველი ივნისიდან პოლონეთი რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანებისთვის საზღვარს დაკეტავს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება 29 მაისით თარიღდება და 1 ივნისიდან ამოქმედდება.

კერძოდ, ორ დღეში პოლონეთის საზღვარზე შეჩერდება ბელარუსის რესპუბლიკის ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქონლის, სატვირთო მანქანების, მათ შორის მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება.

სამინისტროს ბრძანებაში დაკონკრეტებული არ არის აკრძალვა კალინინგრადის რეგიონიდან შემავალ ტრანსპორტსაც შეეხება თუ არა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები