მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გადაზიდვები შემცირდა, ბაქო-სუფსა კვლავ გაჩერებულია

მილსადენი

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2026 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, დაახლოებით 100 ათასი ტონით შემცირდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მიერ გადაზიდული ნავთობის მოცულობა და 2.1 მლნ ტონა შეადგინა. წლის პირველ ნახევარში ნავთობსადენს ჯამში 12.7 მლნ ტონა ნავთობი აქვს გადაზიდული.

რაც შეეხება ბაქო-სუფსის მილსადენს, ის ივნისშიც გაჩერებული იყო, თუმცა საქართველოს მთავრობა პირობას დებს, რომ აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულებით ბაქო-სუფსა წელს ამუშავდება.

აღსანიშნავია, რომ ივლისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ოპერატორობა BP-მ Socar-ს გადასცა. ამით BP-მ დაასრულა საქართველოზე გამავალი ორი მილსადენის ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორობა.

დღეის მდგომარეობით, BTC-ის აქციონერები არიან: Bp (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები