2026 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 8%-ით 1 468-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Colliers-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ეხება. ივნისში ბაზრის ზომა 28%-ით 100 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
თბილისში ბინების გაყიდვები 35%-ით, ხოლო ფასი 13.5%-ით გაიზარდა
ბათუმში 2026 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის ივნისთან შედარებით 22%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 455 დოლარი შეადგინა. ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პირველადი ბაზარი იყო.
ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის ივნისთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 26.4%-ით იკლო. Colliers-ის ცნობითვე, უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის ივნისთან შედარებით გაიზარდა და 47% შეადგინა, ხოლო ქართველი მყიდველების წილი 49%-მდე შემცირდა.




























