მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისში იმპორტი მცირედ - 0.8%-ით, ექსპორტი - 10.2%-ით გაიზარდა - როგორია 6 თვის ვაჭრობის სტატისტიკა?

ვაჭრობა

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11 მილიარდ 933 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7%-ით მეტია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 6 თვის ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით, ექსპორტი 3 მილიარდ 234 მილიონ დოლარი იყო, რაც გასული წლის 6 თვის სტატისტიკას 13.7%-ით გაზრდილია, ხოლო იმპორტი 12.4%-ით 8 მილიარდ 699 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 5 მილიარდ 465 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ივნისში ექსპორტი 10.2%-ით 639 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი მცირედ - 0.8%-ით 1 მილიარდ 373 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები