მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივნისში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა - ეროვნული ბანკი

სებ

ეროვნული ბანკი ეკონომიკური აგენტების ივნისის ინფლაციური მოლოდინების კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ბიზნესი ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია.

"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობენ გაიზარდა. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით სამწლიან პერიოდზეც ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. კერძოდ, მაისთან შედარებით, მოიმატა იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. ხოლო, კლება შეინიშნება იმ მონაწილეთა რაოდენობაში, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 2%-4%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, ივნისში მაისთან შედარებით მნიშვნელოვნად მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%, 4%-6%-სა და 6%-8%-ის ფარგლებში ვარაუდობენ. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ მონაწილეთა წილი, რომლებიც ფასების უცვლელობას ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%- 30%-ის ფარგლებში ან უცვლელობას ელოდებიან. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10% მიდამოში მოიაზრებენ.

გამოკითხულთა აზრით, ივნისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მაისთან შედარებით გაზრდილია,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები