მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

სები
04.07.24 17:10
736
სტატიაში საუბარია:

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება და ივნისში 2.2% შეადგინა. მაისთან შედარებით ფასებმა 0.5%-ით დაიკლო
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.4% შეადგინა
  • ადგილობრივი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან, 3%-თან ახლოს ნორმალიზდა. ივნისში 2.8% შეადგინა


საბანკო სექტორი

  • მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 19.0%-ით გაიზარდა
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ მაისში 49.8% შეადგინა
  • მაისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 45.6%-მდე შემცირდა


საგარეო სექტორი

  • იმპორტი - მაისში საქონლის იმპორტი წლიურად 4.0%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტმა კვლავ მოიმატა, ხოლო შუალედური სახის იმპორტი ზომიერად გაიზარდა
  • ექსპორტი - მაისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 5.6%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, შემცირდა ასევე შუალედური სახის საქონლის ექსპორტი, თუმცა საინვესტიციო სახის საქონლის ექსპორტი გაზრდილია
  • მაისში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 214.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები